Coordinates 2739

Uploaded May 3, 2018

Recorded May 2018

-
-
9,537 f
864 f
0
11
22
43.38 mi

Viewed 1345 times, downloaded 53 times

near Mukhuri, Samegrelo and Zemo Svaneti (Georgia)

~ For ENGLISH scroll down ~
GEO:
ხანგრძლივობა: 5-6 დღე.

მარშრუტის აღწერა
მარშრუტი საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და დატკბეთ სამეგრელოს მთიანეთის გამორჩეული ბუნებით. მოგზაურობისას თქვენ მოინახულებთ ცაშკიბულის ტობავარჩხილის, ტობავარჩხილის, დიდიღალის, კალაშის და წაქაწყარის ტბებს, მაღალ ჩანჩქერებს და ულამაზეს ხეობებს.

დღე 1 (მანძილი: 25 კმ. / 9 სთ. 30 წთ.)
მარშრუტი სოფ. მუხურის ცენტრში იწყება და მარტივი ბილიკით მიუყვება მდ. ხობისწყალის ხეობას. ბილიკი დასაწყისში გაივლის შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას და გვალაშარასა და ღუნჯის ჩანჩქერებს (გვალაშარა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია კანიონინგისათვის), შემდეგ კი საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის და სერპანტინით ადის ნათიფურუს საბანაკე ადგილას.

შენიშვნა: მარშრუტის პირველი დღე მთლიანად ფეხით გასავლელად გრძელი და დამღლელია, განსაკუთრებით ნათიფურუმდე ასასვლელი სერპანტინი, ამიტომ რეკომენდებულია ამ მონაკვეთის მაღალი გამავლობის ავტომობილით დაფარვა. ტრანსპორტის დაქირავება შესაძლებელია სოფ. მუხურში.

დღე 2 (მანძილი: 9 კმ. / 6 სთ.)
ნათიფურუს საბანაკედან მარშრუტი ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბისკენ მიემართება. ბილიკი გაივლის ალპურ და სუბალპურ ზონებს, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედების იშლება. დაახლოებით 8 კმ-ში ბილიკი უღელტეხილზე ადის (2749 მ.) და ცაშკიბულის ტობავარჩხილთან ეშვება. ტბის ნაპირებზე ვრცელი მდელოებია სადაც შესაძლებელია კარვების გაშლა და დაბანაკება.

შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში, ამავე დღესვე შესაძლებელია მეორე უღელტეხილის გადავლა და ტობავარჩხილის ტბასთან დაბანაკება, რაც დამატებით 3 საათს მოითხოვს. ამ შემთხვევაში მარშრუტის ხანგრძლივობა შემცირდება 5 დღემდე.

დღე 3 (მანძილი: 3.4 კმ. / 3 სთ.)
ცაშკიბულის ტობავარჩხილიდან მარშრუტი მომდევნო უღელტეხილზე (2871 მ.) ადის, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება შემოგარენზე. უღელტეხილიდან ბილიკი ტობავარჩხილის (იგივე ჭითაგვალას) ტბასთან ეშვება, რომელიც მოსანახულებელ ტბებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა და საუცხოო სილამაზით გამოირჩევა. ტბის ნაპირებზე კარგი საბანაკე ადგილებია.

დღე 4 (მანძილი: 7 კმ. / 5 სთ.)
ტობავარჩხილის ტბიდან ბილიკი მცირე უღელტეხილზე (2785 მ.) ადის, საიდანაც მალევე გვხვდება ჯერ დიდიღალის ტბა, ხოლო შემდეგ ტბა - კალაში, რომელსაც გულის ფორმა აქვს და ხშირად გულის ტბასაც უწოდებენ. აქედან ბილიკი უკან, ტობავარჩხილის ტბასთან ბრუნდება, შემდეგ დასავლეთით, მდ. მაგანას ხეობაში იწყებს დაშვებას და საბანაკე ადგილ ჯიქირამდე მიდის. აქვეა მწყემსების ქოხებიც. გზად შეძლებთ მოინახულოთ 40 მ-ის სიმაღლის - მაგანას ჩანჩქერიც.

შენიშვნა: ტბა კალაშიდან 400 მ-ში შეგხვდებათ გადასახვევი, საიდანაც სურვილის შემთხვევაში - წაქაწყარის ტბაზე შეძლებთ მოხვედრას (მანძილი 1 კმ). გაითვალისწინეთ, რომ ეს ბილიკი განეკუთვნება რთულ კატეგორიას და სასურველია იქონიოთ თოკი, წრიაპი და ა.შ. ტბის მონახულება და გადასახვევთან დაბრუნება მინიმუმ 2.5 საათს მოითხოვს. ტბა წლის განმავლობაში უმეტესად ყინულით არის დაფარული.

დღე 5 (მანძილი: 15.5 კმ. / 7 სთ.)
ჯიქირიდან ბილიკი მდ. მაგანას ნაპირებს მიუყვება და თავდაპირველად ადგილ ჯალარამდე მიდის (ეს ადგილი ხელსაყრელია საბანაკედაც. აქვეა მწყემსების ქოხი.), იქიდან კი სიმაღლეს კრეფს და საბოლოოდ - საბანაკე ადგილ კირნახონაში სრულდება, სადაც ტურისტული კოტეჯია მოწყობილი.

შენიშვნა: კურ. სქურიდან კირნახონამდე მიდის საავტომობილო გრუნტის გზა.

დღე 6 (მანძილი: 10 კმ. / 4 სთ.)
კირნახონადან ბილიკი სწრაფად იწყებს დაშვებას, ტყიან ფერდობებს მიუყვება და კურ. სქურის ცენტრში, მინერალურ წყალთან სრულდება.

შენიშვნა:
• გაითვალისწინეთ, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში უღელტეხილებზე შესაძლოა იდოს თოვლი, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე!
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მცენარე „დიყი“ რომლის ფოთლებთან შეხებაც აღიზიანებს კანს და აჩენს წყლულებს, ამიტომ ჩაიცვით გრძელტოტებიანი შარვალი;
• ბილიკზე მრავლადაა წყაროები და ნაკადულები;
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მწყემსების სეზონური სადგომები, რომლებიც უმეტესწილად ივნისიდან სექტემბრამდეა აქტიური. მწყემსები აქვე ამზადებენ სხვადასხვა რძის ნაწარმს და თაფლს, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე შეგიძლიათ;
• მარშრუტზე მობილური კავშირის დაფარვის ზონა ვრცელდება სოფ. მუხურში, ნათიფურუში, კირნახონაში და კურ. სქურში.

ENG:
Description of the route
This amazing route gives us an opportunity to travel to one of the most beautiful parts of Georgia and enjoy the outstanding beauty of mountainous Samegrelo region. During the journey you will have a chance to discover Tsashkibuli Tobavarchkhili, Tobavarchkhili, Didighali, Kalashi and Tsakatskari lakes, together with high waterfalls and spectacular gorges.

Day 1 (Distance: 25 km / 9 h 30 m)
The route starts in the center of vil. Mukhuri and with easy trail goes along the gorge of the riv. Khobistskali, passing the Shurubumi Cave, mineral spring Lugela, Gvalashara Waterfalls (Gvalashara is one of the best places for canyoning) and Ghunji Waterfalls. Afterwards the route proceeds with the moderately difficult trail, following the serpentine and reaches Natipuru Campsite. Here you will also find a spring and shepherds’ hut.

Note: The first day of the route is long and tiring to hike, especially the serpentine leading to Natipuru. It is recommended to cover this distance with off-road vehicles. You can rent a car in vil. Mukhuri.

Day 2 (Distance: 9 km / 6 h)
From Natipuru campsite, the route proceeds to Tsashkibuli Tobavarchkhili Lake. The trail passes the alpine and subalpine zones, characterized with the most beautiful panoramic views. After about 8 km. the trail ascends to the pass (2749 m.) and sharply descends to the lake. There are extensive meadows on the lake shores, making them the best places for camping.

Note: According to your wish, the same day allows coverage the second pass and camping at the Tobavarchkhili Lake, which requires 3 more hours. In this case the route duration will be reduced to 5 days.

Day 3 (Distance: 3.4 km / 3 h)
Off from Tsashkibuli Tobavarchkhili Lake, the route ascends to the next pass (2871 m.), from where you can enjoy the spectacular views of surrounding areas. From the pass the trail descends to the outstandingly beautiful Tobavarchkhili Lake (aka Chitagvala), which is also the biggest lake among the others on the route. You can find many suitable campsites around the area.

Day 4 (Distance: 14 km / 10 h)
From Tobavarchkhili Lake the trail ascends to the small pass (2785 m.) and quickly approaches Didighali Lake, followed by the heart-shaped Lake Kalashi, often called as Heart Lake. From here our route goes back to Tobavarchkhili Lake, then heads to the west, starts to descent to the riv. Magana gorge and reaches - Jikiri Campsite, where you will find shepherds’ huts as well. On the way you will see 40 m. high Magana Waterfall.

Note: In about 400 m. after Lake Kalashi, you will find junction, from where in CASE YOU WISH SO, you can visit - Tsakatskari Lake (in 1 km distance). Keep in mind that this trail belongs to the DIFFICULT LEVEL and it’s highly desirable to have rope, crampons and etc. It will take minimum 2.5 hours to visit the lake and return to the main route. The lake is mostly covered by ice during the year.

Day 5 (Distance: 15.5 km / 7 h)
From the Jikiri Campsite trail starts to fallow the riv. Magana shores and at first approaches place – Jalara (here are shepherds’ huts and place is suitable for camping), then begins to gain altitude and stops at - Kirnakhona Campsite, where touristic cottage is located.

Note: Kirnakhona Campsite can be reached by off-road vehicle from res. Skuri.

Day 6 (Distance: 10 km / 4 h)
From the Kirnakhona Campsite the trail starts to descend quickly, going along the wooden slope and finally ending at the center of Res. Skuri, next to the mineral water spring.

Notes:
• Please note, that depending on the season, the passes can be covered with snow, so be more careful on those sections!
• On some parts of the route grows plant – Hogweed, the leaves of which causes skin irritation and ulcers, so it is recommended to wear long pants;
• You can find many springs and brooks on the trail;
• There are shepherds’ huts along the route, which mostly function on June-September period. In those huts locals produce dairy products and honey, which you can taste onsite;
• The cell phone coverage area includes vil. Mukhuri, Natipuru, Kirnakhona and res. Skuri.
Waterfall

Magana Waterfall

მდ. მაგანას ჩანჩქერი
Camping

Jikiri Campsite

ჯიქირის საბანაკე
Waypoint

Jalara

ადგილი ჯალარა
fountain

Spring

წყარო
Refuge

Kirnakhorna

კირნახორნა
Information

Res. Skuri

Info. Board / კურ. სქური. საინფ. დაფა.
Refuge

Camping Hut

ტურისტული კოტეჯი
Mountain pass

Didghali Pass

დიდიღალის უღ.
Lake

Didighali Lake

დიდიღალის ტბა
Waterfall

Ghunji Waterfalls

ღუნჯის ჩანჩქერები
Waterfall

Gvalashara Waterfalls

გვალაშარას ჩანჩქერები
Lake

Kaliashi Lake

ტბა კალიაში
fountain

Mineral Spring - Lugela

მინ. წყარო - ლუგელა
Camping

Natipuru Campsite

ნათიფურუს საბანაკე
Cave

Shurubumu Cave

შურუბუმუს მღვიმე
fountain

Spring

Trail becomes moderately difficult / წყარო. ბილიკი ხდება საშუალო სირთულის.
fountain

Spring

წყარო
Lake

Tobavarchkhili Lake and Campsite

ტობავარჩხილის ტბა და საბანაკე
Mountain pass

Tobavarchkhili Pass

ტობავარჩხილის უღ.
Lake

Tsashkibuli Lake and Campsite

ცაშკიბულის ტბა და საბანაკე
Mountain pass

Tsashkibuli Pass

ცაშკიბულის უღ.
Information

Vil. Mukhuri

Info. Board / საინფ. დაფა. სოფ. მუხური

Comments

    You can or this trail