Coordinates 2335

Uploaded March 21, 2018

Recorded March 2018

-
-
10,123 ft
4,415 ft
0
2.7
5.4
10.81 mi

Viewed 4923 times, downloaded 100 times

near Glola, Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti (Georgia)

~ For ENGLISH scroll down ~
GEO:
ხანგრძლივობა: 2 დღე.

დღე 1 (მანძილი: 7.3 კმ. / 5 სთ.)
მარშრუტი სოფ. გლოლადან, საშუალო სირთულის ბილიკით იწყება, შერეულ ტყეში შედის და მდ. ჩიბისრუს მარჯვნივ მდებარე ქედს მიუყვება. დაახლოებით 4 კმ-ის გავლის შემდეგ ბილიკი ალპურ ზონაში გადადის და კლდოვან-ნაშალი რელიეფი იწყება, რომელიც შედარებით რთული სასიარულოა. საბოლოოდ ბილიკი ქედის წვერზე ექცევა და 600 მეტრის გავლის შემდეგ უძირო ტბასთან ჩადის, რომლის შემოგარენიც პირველი დღის საბანაკედ არის გათვლილი.

დღე 2 (მანძილი: 10 კმ. / 7 სთ.)
უძირო ტბის საბანაკე ადგილიდან ბილიკი კურ. შოვისკენ გრძელდება და დაახლოებით 1 კმ-ის გავლის შემდეგ მარშრუტის უმაღლეს წერტილზე, მთა - დოლომისისწვერის (3260 მ.) სამხრეთით მდებარე უღელტეხილზე ადის (3072 მ.). ამ ადგილებიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება მთელს შემოგარენზე და კარგად მოჩანს ცნობილი მწვერვალი - კატიწვერაც. უღელტეხილიდან ბილიკი მდ. ჩხოჭას ხეობაში იწყებს დაშვებას, შემდეგ ქედს მიუყვება, შერეული ტყით დაფარულ მონაკვეთებს გაივლის და საბოლოოდ კურ. შოვში სრულდება.

შენიშვნა:
უღელტეხილიდან დაშვებისას ბილიკის პირველი 800 მ-იანი მონაკვეთი ციცაბოა და ნაშალი ზედაპირი აქვს, ამიტომ მასზე გადაადგილებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ძლიერი ნისლისა და უამინდობისას თავი შეიკავეთ უღელტეხილებზე გადაადგილებისგან.

ENG:
Duration: 2 days.

Day 1 (Distance: 7.3 km / 5 h)
The route starts from the village Glola with the trail of moderate difficulty, enters the mixed forest and goes along the ridge, located to the right side of river Chibisru. After passing of approximately 4 km, the trail enters the alpine zone and rocky crumbled relief starts, which is relatively difficult for walking. Finally, the trail reaches the top of the ridge and after just 600 m, descends to the Lake Udziro, shores of which are the best spots for camping.

Day 2 (Distance: 10 km / 7 h)
From the campsite of Lake Udziro, trail continued toward resort Shovi and after approximately 1 km, reaches the highest point of the route – the pass (3072 m) located to the south of Mount Dolomistsveri (3260 m). From this place, you can enjoy impressive views over the vicinity and the famous summit – Katitsvera. From the pass, the route starts to descend along the valley of river Chkocha, passes through the forested sections and finally ends at the resort Shovi.

Note:
800 m long section of the trail descending directly from the pass is very steep and has a crumbled surface, therefore, travelers must be very careful while passing it. During heavy fog and bad weather, avoid traveling through the passes.
Information

Shovi

Info. board / საინფ. დაფა
fountain

Spring

წყარო
Picnic

Picnic Area

კარგი საპიკნიკე
panorama

Panorama

პანორამა
Mountain pass

Katitsvera Pass

კატიწვერას უღელტეხილი
Lake

Udziro Lake

უძირო ტბა
Information

Glola

Info. board / საინფ. დაფა

Comments

    You can or this trail